„თბილისის აკრებს“ Real Estate Expo 2026-ზე საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისთვის ჯილდო გადაეცა

„თბილისის აკრებმა“ 16-17 ოქტომბერს საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა Real Estate Expo 2026-ში მიიღო მონაწილეობა.

გამოფენის ფარგლებში თბილისის აკრები საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისთვის ჯილდოს მფლობელი გახდა.

Real Estate Expo 2026 საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიასა და საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა. გამოფენამ ერთ სივრცეში სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის პროექტები გააერთიანა.

ორი დღის განმავლობაში „თბილისის აკრების“ სტენდი ვიზიტორთა ყურადღების ცენტრად იქცა. დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გასცნობოდნენ პროექტს, რომელიც თბილისში პირველი თვითმყოფადი უბნის სახით ყალიბდება. სტენდზე წარმოდგენილი იყო პროექტის ყველაზე მასშტაბური, უნიკალური მაკეტი, რომელზეც მთელი უბანი - მისი განაშენიანება, ინფრასტრუქტურა და მწვანე სივრცეები - ერთი შეხედვით ჩანდა. სტუმრები პირადად ესაუბრნენ კომპანიის წარმომადგენლებს, დასვეს კითხვები და მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის, ბინების, ფასებისა და შეძენის პირობების შესახებ.

„თბილისის აკრები“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი - ეს არის თვითმყოფადი უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. პროექტი აერთიანებს თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსებს, მწვანე და მოსასვენებელ სივრცეებს, ინფრასტრუქტურასა და სერვისებს კომფორტული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია: პირდაპირი ვიზიტი გაყიდვების ოფისში: Tbilisi Acres - ი. აბაშიძის #70 ონლაინ კონსულტაცია

სატელეფონო ზარი: +995 (32) 290 05 05 / *5005

#realestateexpo

#უძრავიქონება

#TbilisiAcres

#მარკეტინგულიკამპანია

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ