Reuters - „ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავს

„ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთში „ჰუსიტების“ იერიშების გაძლიერების ფონზე აშშ-ს დიპლომატიური მისიის ნაწილი და მათი ოჯახის წევრები გაჰყავს.

ასევე, წყაროების ცნობით, აშშ რეგიონის სხვა ქვეყნებში მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლების გაყვანასაც გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დიპლომატების ნაწილი და მათი ოჯახები მხოლოდ საუდის არაბეთს დატოვებენ.

„ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს სულ უფრო მეტად აწარმოებენ და თავს ესხმიან სამოქალაქო აეროპორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მგზავრობის შეფერხება მოჰყვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ