საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა იყო.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად განახლებული სტრუქტურული მოწყობა მიზნად ისახავს, მათ შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მიკუთვნებულ საკითხებზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ფემიციდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას ერთი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებებისა და მათი მიზნების შესახებ.
ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა, კერძოდ, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების უფრო მკაფიო განაწილებით არსებული პროფესიული რესურსის ისე გაერთიანება და კონცენტრირება, რომ ადამიანის უფლებების დაცვა აპარატის შიგნით კიდევ უფრო კოორდინირებული, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.
რეორგანიზაციას წინ უძღოდა აპარატის სამუშაო პროცესებისა და ფუნქციური მოწყობის შიდა ორგანიზაციული შეფასება. შეფასებამ გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქციები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში იყო განაწილებული და დუბლირებული. გარდა კომპეტენციების გადაფარვისა, ეს ქმნიდა ერთი და იმავე საკითხებზე განსხვავებული შეფასებების, რეაგირებების, არაკოორდინირებული მუშაობის და პროფესიული რესურსის არასაკმარისად ეფექტიანი გამოყენების რისკებს.
რეორგანიზაციის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი თემატური მიმართულებების გაძლიერებას, მათ შორის, ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გაერთიანებისა და სპეციალიზებული კომპეტენციების ეფექტიანი გამოყენების გზით.
2026 წლის 5 ოქტომბერს დამტკიცდა სახალხო დამცველის ახალი დებულება და განახლდა სხვა შიდაორგანიზაციული წესები.
რეორგანიზაციის შედეგად, 2026 წლის 22 ოქტომბრიდან განახლებული სტრუქტურული მოწყობა მიზნად ისახავს:
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. ორგანიზაციული ცვლილებები მიმართულია ამ უფლებამოსილებების უფრო ეფექტიანად შესრულებისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თანმიმდევრული და ხარისხიანი რეაგირების უზრუნველყოფისკენ.