თენგო თევზაძე - ორმა მოსამართლემ დაადასტურა, რომ მათთვისაც ბუნდოვანია ვის ეხება კონკრეტული არგუმენტაცია და მტკიცებულებები - სასამართლოსთვისაც ბუნდოვანია, ვინ, რატომ უნდა აიკრძალოს

ორმა მოსამართლემ, როინიშვილმა და გოცირიძემ დაადასტურეს, რომ მათთვისაც ბუნდოვანია ვის ეხება კონკრეტული არგუმენტაცია და მტკიცებულებები. სასამართლოსთვისაც ბუნდოვანია, ვინ, რატომ უნდა აიკრძალოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო მეგობრებს აუხსნან, რომ უსამართლობას არ შეეგუებიან და „თავისუფლებისმოყვარე და მებრძოლი ხალხი მიიყვანს საქმეს ბოლომდე“.

„მათ უნდათ, რომ ერთპარტიული დიქტატურა დაამყარონ ქვეყანაში. გუშინდელმა დღემ თვალნათლივ აჩვენა, რომ ჩვენი შუამდგომლობების გაზიარების შემთხვევაში სასამართლო პროცესს აზრი ეკარგებოდა. გუშინვე უთქვამს მოსამართლე როინიშვილს, რომ არ არიან ვალდებულები მოსარჩელის მტკიცებულებები გაიზიარონ და ამაზე უნდა იმსჯელონ. მეორე საკითხი არის ის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ფაქტობრივად, ორმა მოსამართლემ, როინიშვილმა და გოცირიძემ, დაადასტურეს, რომ მათთვისაც ბუნდოვანია ვის ეხება კონკრეტული არგუმენტაცია და მტკიცებულებები. სასამართლოსთვისაც ბუნდოვანია ვინ, რატომ უნდა აიკრძალოს. ვნახოთ, დღეს თავისი ახსნა-განმარტების ნაწილში როგორ დაასაბუთებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძველს. მაგრამ ამისი დასაბუთების შესაძლებლობა არ არსებობს. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დაამყარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას. ამის მცდელობა შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და მებრძოლი ხალხი მიიყვანს საქმეს ბოლომდე, დინასტიური ერთი ოჯახის მმართველობა ამ ქვეყანაში ვერ იქნება. ჩვენ ამ პროცესით გვინდა საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო მეგობრებს ავუხსნათ, რომ ჩვენ არ შევეგუებით, ჩვენ სიმართლეს ვიტყვით. გუშინდელი დღე იყო სიმართლის თქმის ერთი დღე. დღეს ვეცდებით, რომ იყოს მეორე დღე და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას სად არის ჭეშმარიტება და სად არის სიმართლე“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ