ვოლოდიმირ ზელენსკი - გუშინდელი საღამოს შემდეგ, რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა გაუშვეს - დაშავდა 34 და დაიღუპა ორი ადამიანი

გუშინდელი საღამოს შემდეგ, რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიშისას 21 რაკეტა გამოიყენეს.

„სამწუხაროდ, ქალაქის მასშტაბით ბევრი ობიექტი დაზიანდა: ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები, ენერგოობიექტები, რკინიგზის სადგურისა და მეტროს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ცენტრები და საწარმოები. დაზიანებულ ობიექტებს შორის მონასტერიც არის. კიევსა და სხვა რეგიონებში 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამ დროისთვის ორი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთმა მიზანმიმართული დარტყმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებისთანავე განახორციელა.

„ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამოკიდებულებაში რეალური ცვლილება არ მომხდარა. მნიშვნელოვანია, ამ ომის დასასრულებლად სწორი გადაწყვეტილებების ძიება გავაგრძელოთ. მაგრამ, როდესაც რუსეთი მოლაპარაკებებს ბალისტიკური რაკეტებით პასუხობს, მაშინ რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო“, - აცხადებს ზელენსკი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ