ხატია დეკანოიძე - გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში - პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს

მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე - პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში საფრთხეები იკვეთება, ერთ-ერთი კი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.

„გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში და ის მცდელობები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება. არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ამიტომ რთულია და ზედმეტიც კია, რომ რაიმე სამართლებრივ ჭრილზე ვისაუბროთ, რადგან არსობრივად არ მსჯელობს სასამართლო არცერთ შუამდგომლობაზე.

დავაყენეთ შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მოწმედ გამოძახებას, რადგან სარჩელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ეხება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და სასამართლოსთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა მნიშვნელოვანი და გაუგებარია, თუ სარჩელი მას ეხება, რატომ არ არის წარმოდგენილი ის. ეს შიშია, რომლის გაგებაც არ უნდა სასამართლოს.

ასევე, დავაყენეთ შუამდგომლობა მოწმეებად იმ მაღალჩინოსნების გამოძახებაზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და როგორც ხედავთ, დღესაც „ქართულ ოცნებაში“ არიან. გაუგებარია, თუ სისტემაზეა საუბარი, მათი გამოძახება მოწმეებად რატომ არ უნდა მომხდარიყო, რადგან მაშინ თუ არ ჰქონდათ პრეტენზიები, დღეს რა პრეტენზიები აქვთ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს? შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებასაც, მაგრამ სამართლებრივი მხარე აქ, როგორც დომინანტი მხარე, არ შეიძლება ჩაითვალოს.

მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე. პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს.

საფრთხეები თავად სარჩელში დიდია და მთავარი საფრთხე არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ამას დაემთხვა კობახიძის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში. ეს ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს. არავითარი სტატუს-კვოს შეცვლის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ვთვლით, რომ რუსეთის საფრთხეა ყველაზე მთავარი, რაც სარჩელში იკვეთება, ასევე ის, რომ [რუსეთმა] ჰააგასა და სტრასბურგში მოგებული სარჩელები, ბათუმში წაშალოს.

სწორედ წულუკიანის კომისიას, რომელიც ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო, ეყრდნობა სარჩელი. სწორედ იმისთვის იყო შექმნილი ეს კომისია, რომ გაგრძელებულიყო და დაგვირგვინებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელში, საქართველო პროვოკატორ-აგრესორად არის მოხსენიებული, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და ღალატია, რომელიც მძიმე შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ