ზურაბ ჯაფარიძე - ზოგი ცდილობს ივანიშვილს თავი მოაწონოს, ზოგი ცდილობს ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე, ზოგი კი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ - ასეთი სპექტაკლია

ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს - ზოგი ცდილობს, თავი მოაწონოს, ზოგი ცდილობს ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე და ასე გამოძვრეს, ზოგი კი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე ასევე აცხადებს, რომ „ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის“.

„თუ გინდათ, რომ საინტერესო საყურებელი გახდეს ეს ისტორიული პროცესი დაივიწყეთ ილუზიები, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და უყურეთ იმას, რაც სინამდვილეში ხდება:

ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის. არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს;

ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს. მანდატურებიც კი გამოაწყვეს სპეციალურ მუნდირებში. ყველამ იცის ბოლოს რაც მოხდება და რა როლი აქვს მიმდინარედ, მაგრამ მაინც არის მათ თამაშში განსხვავებული ნიუანსები

ა) ზოგი ცდილობს, თავი მოაწონოს ბიძინას, საჯაროდ პირველად ახდენს საკუთარი მორჩილების დემონსტრირებას;

ბ) ზოგი ასევე ცდილობს, თავი მოაწონოს ბიძინას, ოღონდ უკვე „ფავორშია“ და პოზიციის შენარჩუნება უნდა;

გ) ზოგი ცდილობს ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე და ასე გამოძვრეს, იქნებ საერთოდაც აღარავის გაახსენდეს მომავალში’

დ) ზოგი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ, საკუთარი წარსულიდან და ბიძინას გამძაფრებული პარანოიიდან გამომდინარე და განსაკუთრებული „შეუპოვრობით“ გამოირჩევა.

ასეთი სპექტაკლია.

ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის,“ - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ