ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა - მიუღებელია, რომ „ევრონიუსმა“ მის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ირაკლი კობახიძე მიიწვია

მიუღებელია, რომ „ევრონიუსმა“ მის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ირაკლი კობახიძე მიიწვია, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპარლამენტმა საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობა უარყო. რუსული სტილის რეპრესიების, დემოკრატიული უკუსვლისა და კრემლის მზარდი გავლენის ევროპულ ასპარეზზე ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს! ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!“, - წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

ცნობისთვის, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტი ბრიუსელში 3 ნოემბერს გაიმართება.

სამიტის პროგრამის თანახმად, გამომსვლელებს შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ეროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და სხვა ლიდერები.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ