საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე შესვენების დროს, არჩილ გორდულაძესა და ნანა მალაშხიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, შესვენებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნანა მალაშხია დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენელმა მმართველი გუნდის წევრებს „სამარცხვინო“ და ეროვნული ინტერესების მოღალატეები უწოდა. თავის მხრივ, ოპოზიციის საპასუხოდ აღინიშნა, რომ სასამართლო პროვოკაციების ადგილი არ არის.

სასამართლოს დერეფანში დაწყებული ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მედიის წარმომადგენლებმა ფაქტის ვიდეოგადაღება დაიწყეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ