თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე - რასაც უყურებთ, არის დროის გაწელვის ტაქტიკა - აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო

არ არის საჭირო, ვინმე დაგვეხმაროს სარჩელის გამართვაში - აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი, რასავ ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, დროის გაწელვის ტაქტიკაა.

„ძალიან მარტივია. ისინი უნდა ამოვიდნენ სარჩელიდან. თუ რომელიმე ბრალდება, რომელიც არის მოცემული, ვინმეს არ მიემართება, ან არ ჩანს, სასამართლო ამას არ განიხილავს, ან უარყოფითად განიხილავს მოსარჩელის პოზიციიდან. არ არის საჭირო, ვინმე დაგვეხმაროს სარჩელის

გამართვაში. ეს არანაირი პროცესუალური ვალდებულება არ არის. ამიტომ ეს ყველაფერი, რასაც უყურებთ, არის დროის გაწელვის ტაქტიკა. აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო,“ -განაცხადა შარმანაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ