Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების სტატუსი „თავისუფალის“ ნაცვლად „ნაწილობრივ თავისუფალი“ გახდა

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სტატუსი შეიცვალა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ გახდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი 100-დან 68 ქულაა.

„საქართველოს სტატუსი „თავისუფალის“ ნაცვლად „ნაწილობრივ თავისუფალით“ შეიცვალა, რადგან ხელისუფლება განაგრძობდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად აღქმული ონლაინ

აქტივიზმისა და სიტყვის გამოხატვის ჩახშობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გასულ წელს საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი 70 ქულა იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინტერნეტის გავრცელების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ხელისუფლება აგრძელებდა ონლაინ და ოფლაინ აქტივიზმის წინააღმდეგ რეპრესიებს, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა. ონლაინ-ჟურნალისტები და სოციალური მედიის მომხმარებლები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ, ხშირად შურისძიების წინაშე აღმოჩნდებიან, მათ შორის, ჯარიმების, ჩხრეკის, სასამართლოში გამოძახებისა და გამოძიების სახით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ