სალომე სამადაშვილი - სხდომის მეორე დღეს, უკვე ძალიან ნათელია, რომ ეს სარჩელი სამართლებრივად არის აბსოლუტური აბსურდი - თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ უხმო ჭკუას, სტრასბურგი გასცემს პასუხს

სხდომის მეორე დღეს, უკვე ძალიან ნათელია, რომ ეს სარჩელი სამართლებრივად არის აბსოლუტური აბსურდი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, „ლელო" ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

„მე არ ვიცი საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ გადაწყვეტს, რომ ფიგურალურად თვითმკვლელობა ჩაიდინოს და დააკმაყოფილოს ეს სარჩელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სტრასბურგში, საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სრული იმედი მაქვს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ უხმო ჭკუას და გონიერებას და არ ჩათვალა აუცილებლად, რომ თავად მიიღოს ზომები, რომელიც გაანეიტრალებს ამ სამართლებრივ აბსურდს და კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ჩვენ ვუყურებთ, სტრასბურგი გასცემს პასუხს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ