საქართველოს საპენსიო ფონდი სერვისებთან დაკავშირებით მორიგ საინფორმაციო ვიდეოს ავრცელებს

საქართველოს საპენსიო ფონდი სერვისებთან დაკავშირებით მორიგ საინფორმაციო ვიდეოს ავრცელებს.

საქართველოს საპენსიო ფონდის განცხადებით, მორიგი საინფორმაციო ვიდეო მოსახლეობისთვის დაგროვებითი საპენსიო სქემის ძირითადი პრინციპების მარტივი და გასაგები ფორმით განმარტებას ემსახურება.

მათივე განმარტებით, ვიდეოს მთავარი გზავნილია, რომ საპენსიო დანაზოგი მხოლოდ დღევანდელი შემოსავლის ნაწილი არ არის, არამედ გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტია.

„მასალაში ხაზგასმულია როგორც დანაზოგის, შეგროვების, ასევე ზრდისა და სარგებლის დარიცხვის პროცესი.

მონაწილეებს უზიარებს საკუთარი ანგარიშის მონიტორინგის შესაძლებლობას პირადი ელექტრონული გვერდის my.pensions.ge-ს საშუალებით.

ვიდეო ასევე განმარტავს საპენსიო თანხით სარგებლობის პირობებს, გამონაკლის შემთხვევებსა და დანაზოგის დაცვის მექანიზმებს, მათ შორის მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას.

საბოლოოდ, ანიმაცია მოქალაქეებს მომავლის დაგეგმვისა და ფინანსური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ახსენებს და მთავარ მოწოდებად აყალიბებს გზავნილს - „დაზოგე შენი მომავლისთვის!“,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ