კირილ დმიტრიევი - აშშ-თან „დიზელის გარიგება“ ძალაში 23 ოქტომბრიდან შევა

აშშ-თან „დიზელის გარიგება“ ძალაში 23 ოქტომბრიდან შევა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„დიზელის გარიგების შესრულება ფაქტობრივად ხვალიდან დაიწყება“, - განაცხადა კირილ დმიტრიევმა.

მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება „ზოგიერთი ევროპელი კოლეგის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, „რომლებიც თავად გაცილებით მეტ რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ, ვიდრე აშშ“.

„ასევე, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ სხვა ენერგეტიკული და ტექნოლოგიური პროექტების შესახებ, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების შექმნაზე“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ