ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიანიჭა

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიანიჭა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.

„ევროკავშირი მულტილატერალიზმსა და საერთაშორისო ინსტიტუტების პატივისცემაზეა დაფუძნებული. ეს პრიზი საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების დაცვაში სასამართლოს მნიშვნელოვან როლს აღიარებს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სახაროვის სახელობის 2026 წლის პრემია აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლის ფონზე მიანიჭა.

აშშ-მა რამდენიმე კვირის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „პრეზიდენტი ტრამპი არასდროს მისცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკელების დევნის შესაძლებლობას“.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ