გერმანული მედია - გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიის პოლიციამ 53 წლის უკრაინის მოქალაქე, ვადიმ ი. ბრანდენბურგში დააკავა.

გამოძიების ცნობით, მამაკაცი რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის 2025 წლის ივლისიდან მუშაობდა და სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა.

გამომძიებლების განცხადებით, ეჭვმიტანილი „ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების, ასევე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ობიექტებზე მყოფი პერსონალისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებ“ ინფორმაციას აგროვებდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ბუნდესვერის 45-ე სატანკო ბრიგადით, რომლის ლიეტუვაში განთავსება მომავალ წელს არის დაგეგმილი.

დაკავებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ