არჩილ გორდულაძე - მოპასუხე მხარეების მიზანია, რაც შეიძლება გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობა - აყენებენ შუამდგომლობებს, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს

ორი დღეა, სასამართლო პროცესი აჩვენებს, რომ მოპასუხე მხარეების, სხვადასხვა პარტიის მიზანი არავითარი შუამდგომლობის დაყენება არ არის, არათუ რამე შემატონ პროცესს და სამართალწარმოებას, არამედ მათი მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაიწელოს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობა და ამიტომაც აყენებენ შუამდგომლობებს, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება, ან საქმესთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარტია „ლელომ“ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ლეგიტიმაციაზე შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი გააკეთა.

„დღეს საერთოდ, „ლელომ“ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ლეგიტიმაციაზე პირდაპირი შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი გააკეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ თურმე მათ არ იციან, რა პროცედურული საკითხები როგორ უნდა იყოს.

ამაზე მიმართეთო სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას და ჰკითხეთ აზრი, როგორ დაიბაროს მხარეები, მხარეები როგორ განათავსოს და ვის, როდის შუამდგომლობა დააყენებინოსო. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადოს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური ორგანო. „ლელო“ ამით კიდევ ერთხელ, ერთის მხრივ თავს დაესხა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ხოლო მეორეს მხრივ პირდაპირ ცდილობს, რომ თავისი გაგრძელება, რაც 2022 წლიდან არის დაწყებული, თითქოს არალეგიტიმურია, არაღიარება ექსტრემიზმის წახალისება, უკვე ამ ფორმით გადმოიტანოს სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას და ტყუილები, აბსოლუტური ტყუილებია რასაც ესენი ამბობენ, თითქოს საჭიროა, რომ სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიიღონ სტრასბურგის სასამართლოსგან“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ