სერგო მეთოფიშვილი - სარჩელი ჩემთვის პირადად გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან, გასაგებია, რამდენად დასაბუთებულია, არ ვიცი, ეს სულ სხვა საკითხია

[სარჩელის] მოთხოვნა გასაგებია, მოთხოვნის წყობა გასაგებია, თავად სარჩელის წყობაც გასაგებია, დასაბუთებაც გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან, გასაგებია, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა.

სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, როდესაც პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ წარადგინა შუამდგომლობა, სადაც მოითხოვა, რომ სასამართლომ მოსარჩელეს დაავალოს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ ცალკე ჩამოაყალიბოს, რა არგუმენტები და მტკიცებულებები არსებობს აკრძალვასთან დაკავშირებით.

„ჩემთვის პირადად, გასაგებია სარჩელი, სარჩელში რაიმე გაუგებარი ჩემთვის არ არის. მოთხოვნა გასაგებია, მოთხოვნის წყობა გასაგებია, თავად სარჩელის წყობაც გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან, გასაგებია. რამდენადაა დასაბუთებული, ეს არ ვიცი, ეს სულ სხვა საკითხია“, - განაცხადა მოსამართლემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ