საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას მომდევნო კვირასაც

ინტენსიურად გააგრძელებს.

საქმე ეხება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას.

რევაზ ნადარაიას თქმით, მომდევნო კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სხდომები 12:00 საათზე დაიწყება.

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართება ხვალ 12:00 საათზეც.

„დღევანდელ სხდომას ვასრულებთ. ხვალინდელი სხდომა უკვე დაგეგმილია, მაგრამ მინდა, გაცნობოთ, ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მომდევნო კვირასაც ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობს“, - განაცხადა მოსამართლემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ