ევროპულ ქვეყნებს არ მიაჩნიათ, რომ „დემოკრატების“ კონგრესში გამარჯვება მნიშვნელოვნად შეცვლის უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ხუთ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „დემოკრატმა“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გამოიძიებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ პრორუსულ ქმედებებს და მიიღებენ კანონპროექტებს უკრაინის ბრძოლის ველზე გასაძლიერებლად.
ამის მიუხედავად, უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართული ხუთი ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, „დემოკრატების“ კონგრესში გამარჯვების შემთხვევაში ისინი მხოლოდ მოკრძალებულ შედეგებს ელიან, მაგალითად, სატელიტური მომსახურების აღდგენას და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებას.
გამოცემის ევროპელი წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ გააზრებული აქვთ, რომ კონგრესში მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერებიც კი ვერ შეძლებენ ისეთი გარდამტეხი დახმარების გატანას, რაც ამერიკული პრიორიტეტების ფუნდამენტურ გადახედვას ან სამხედრო დახმარების მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა.
“ზოგადი განწყობა ისაა, რომ ეს [დემოკრატების გამარჯვება] შვება იქნება, თუმცა კვლავ გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს აშშ-ის მთავრობა. მგონი, უკვე ყველაფერი დავინახეთ”, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.