თორნიკე ჭეიშვილი - ე.წ. პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ, სხვადასხვა ტერმინოლოგიით გადმოსცენ იდენტური აზრი, შუამდგომლობები არის აბსოლუტურად მსგავსი - შეუიარაღებელი თვალითაც იკვეთება განზრახვა, გააჭიანურონ პროცესი

შეუიარაღებელი თვალითაც იკვეთება განზრახვა იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს პროცესის გაჭიანურება. კერძოდ, გაჭიანურება იმ ეტაპისა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის შუამდგომლობების დაყენებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის თაობაზე მისი პარტიის სარჩელს განიხილავდნენ.

თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ შუამდგომლობები, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს, არის „აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი“.

„რეალურად, თუ დავაკვირდებით, ეს შუამდგომლობებიც არის აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი და ე.წ. პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ იმას, რომ სხვადასხვა ტერმინოლოგიით, სხვადასხვა სიტყვებით გადმოსცენ აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მქონე აზრი და შესაბამისი შუამდგომლობები დააყენონ. რაზეც პროცესის მიმდინარეობისას არაერთი შენიშვნა მიიღეს. გასაგებია, რომ საქმის განხილვის ცენტრალური ნაწილი მათ აშფოთებთ, ის პერსპექტივა, რომელიც გულისხმობს ახსნა განმარტების კითხვა-პასუხის ეტაპს, აქ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ანტიკონსტიტუციური ქმედებების მთელი წყება, რომელიც მითითებულია ჩვენს სარჩელში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ