„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია წერილს ავრცელებს.
ელენე ხოშტარია აქებს ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებში გამოხატული ერთიანობისა და პროფესიონალიზმის გამო.
ოპოზიციონერის თქმით, ოპოზიციური პარტიების ერთად ნახვა საკნებში მყოფებს დიდ ენერგიას აძლევს.
„როგორც საკანში მყოფმა, როგორც პოლიტპატიმარმა, მინდა, მივმართო ოპოზიციას და ვუთხრა, რომ დიდ იმედსა და ენერგიას გვაძლევს მიმდინარე პროცესის ყურებისას მათი პროფესიონალიზმი, ეთიკურობა, მორალური უპირატესობა, ცოდნა, კომპეტენცია და, რაც მთავარია, სიმართლე!
ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში.
ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს.
რთული პროცესია, წინ ბევრი ბარიერი გვექნება, მაგრამ ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“, - წერს ხოშტარია.