გიორგი ახობაძის ინფორმაციით, მასთან სახლში პოლიცია მივიდა  და მუქარის ფაქტზე გამოკითხვაზე იბარებენ

ექიმ გიორგი ახობაძის სახლში პოლიცია მივიდა. შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძე აქვეყნებს.

გიორგი ახობაძის თქმით, მას მუქარის ფაქტზე მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, თუმცა დეტალებს არ ეუბნებიან.

„ისევ მოვიდნენ, მოწმის სახით გამოკითხვაზე მიბარებენ მუქარის ფაქტზე, ოღონდ არ მეუბნებიან დეტალებს. 24/7-ზე და 365 დღიდან დღე არ გადის ისე, რომ მუქარას არ ვიღებდე და აქეთ ჩემთან აქვთ კითხვები თურმე“, - წერს გიორგი ახობაძე.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ