მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

„საუბარი ასევე შეეხო „შუა დერეფნის" განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიალოგის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტს ტაჯიკეთში. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის" როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ