ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი თამაშობს, ის მოთამაშეა - სხვა ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და ომის შეწყვეტა არ სურს

ჩემი დამოკიდებულება პუტინის მიმართ სრულიად ნათელია. მიმაჩნია, რომ თუ სანქციებს გავაუქმებთ, მას გავაძლიერებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მასსა დ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პირადი დაპირისპირება არ არსებობს. “არაფერი პირადული ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის. რა თქმა უნდა, სანქციების გაუქმების წინააღმდეგი ვარ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამრთული შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა არ სჯერა, რომ პუტინს მშვიდობის მიღწევა სურს.

„პუტინი თამაშობს, იცით, ის მოთამაშეა. სამწუხაროა, რადგან ის სხვა ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და, რა თქმა უნდა, არ სურს ომის შეწყვეტა. ამიტომ, ჩვენი პარტნიორებისგან იმას ვითხოვთ, რომ მას გაძლიერებისა და ჩვენი გატეხვის შესაძლებლობა არ მისცენ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ