ბელგრადში დაგეგმილი არჩევნების წინ, სტუდენტების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ცენტრში, სერბეთის ოპოზიციური სტუდენტური მოძრაობის - „სტუდენტური სიის” - 150 000-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა.

„სტუდენტურ სიას”, მოძრაობას, რომელსაც კონკრეტული ლიდერი არ ჰყავს და სტუდენტების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს აერთიანებს, სურს, კვირას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია” დაამარცხოს და მისი 14-წლიანი მმართველობა დაასრულოს.

სტუდენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ბელგრადის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათ ხელში ეჭირათ დროშები, წარწერით: „სტუდენტები იმარჯვებენ”. დემონსტრანტები საბოლოოდ სლავიას მოედანზე შეიკრიბნენ - ადგილზე, სადაც მათი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა.

250-ადგილიანი პარლამენტის არჩევნებში მონაწილე „სტუდენტური სიის“ 250 კანდიდატიდან ბევრი აკადემიური წრეებიდანაა. მოძრაობას ფართო პროგრამა აქვს, თუმცა მისი მთავარი დაპირება კორუფციასთან ბრძოლაა.

ვუჩიჩმა სტუდენტური მოძრაობა არაერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ის უცხოური დაფინანსებით გადატრიალების მცდელობას ახორციელებს.

„არასდროს დავივიწყოთ, როგორ ცდილობდნენ ისინი ჩვენი სახელმწიფოს დამხობას. მოდით, მუდამ დავიცვათ იგი. წავიდეთ და დავამარცხოთ ისინი! დავამარცხოთ გადამწყვეტად!“ - აღნიშნა ვუჩიჩმა გუშინ, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს.

ვუჩიჩი უკვე ათ წელზე მეტია, რაც სერბეთის პოლიტიკურ ასპარეზზე დომინირებს - იქნება ეს პრემიერ-მინისტრის თუ პრეზიდენტის რანგში.

მან გასულ თვეს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ვუჩიჩმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრის მიზნით.

დასავლური მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე სერიოზული საარჩევნო გამოწვევა, რომლის წინაშეც მისი პარტია 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მდგარა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ