სურსათის ეროვნული სააგენტო - თურქულ ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა

თურქულ ზეითუნის ზეთ „Ayvalık“-ში დამაბინძურებელი ნივთიერებების მომატებული შემცველობა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დარღვევა კონკრეტულ ნიმუშს ეხება, რაზეც შესაბამისი ღონისძიებები უკვე ტარდება.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık“, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა.

აღნიშნული ზეთის ნიმუშში გლიციდოლის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერებისა და 3-MCPD-ისა და მისი ცხიმოვანი მჟავების ეთერების მომატებული შემცველობა დაფიქსირდა. კვლევა ჩატარდა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის "BIOR"-ის ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგი ეხება კონკრეტულ ნიმუშს და არ ადასტურებს იმავე მწარმოებლის სხვა პროდუქტის ან პარტიის შეუსაბამობას. სააგენტო აგრძელებს შესაბამისი ინფორმაციის შესწავლასა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

სურსათის საიდენტიფიკაციო მონაცემებია:

  • სავაჭრო ნიშანი: „Ayvalık“;
  • შეფუთვა: 5 ლიტრიანი თუნუქის ტარა;
  • შტრიხკოდი: 8693465410990;
  • მწარმოებლის სარეგისტრაციო ნომერი: TR-10-K-042281.

ზეთებსა და ცხიმებში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წელს დაიწყო.

დღეისათვის აღებულია ზეთისა და ცხიმის 71 ნიმუში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს