რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვი ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას აუცილებლად უპასუხებს.
„რეაქცია გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ლიუბინსკიმ.
მანამდე, ავსტრიულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.