საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომის გადადებას გულისხმობდა, არ დააკმაყოფილა.

როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, განჩინება საბოლოოა.

„საქართველოს სახელით არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე. განჩინება საბოლოოა“ ,- აღნიშნა ნადარაიამ.

ცნობისთვის, არსებითი სხდომის გადადების შუამდგომლობა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ დააყენა. როგორც მან აღნიშნა, მათ შემთხვევაში დაცული არ არის შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა, რაც არღვევს პროცედურული სამართლიანობის წესს. ბერდია სიჭინავას თქმით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადადებულიყო, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. შუამდგომლობას, პროცესში მონაწილე სამივე პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაეთანხმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს