ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს 2 კვირის ვადაში დატოვებს

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერის ადვოკატის, გოგა ბოგვერაძის განცხადებით, ნანა სანდერმა საპროცესო გარიგების გათვალისწინებით, საპატიმრო დაწესებულება 2 კვირის ვადაში უნდა დატოვოს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნანა სანდერის საპროცესო გარიგებით გათავისუფლება ხდება იმ საფუძვლით, რომ მან ბრალი აღიარა.

„ბრალდების მხარესთან შედგა კომუნიკაცია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოგვივიდა პირობა, რომ 1 წელს და 1 თვეში ნანა სანდერი დატოვებდა საპატიმრო დაწესებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ 2 კვირის ვადაში ნანა სანდერმა უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლოში მოხდება განხილვა და სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულ პირობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს და გათავისუფლდეს ნანა სანდერი დაახლოებით 7 ნოემბერს.

ნანა სანდერს, საქმის მასალების მიხედვით, არანაირი კავშირი არ აქვს საქმეში არსებულ რომელიმე ბრალდებულთან. შესაბამისად, იმის აღნიშვნა, რომ ნანა სანდერსმა მიუთითოს კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით, რომ იყო ჯგუფის წევრი, ეს არ არსებობს და ვერც იარსებებს. პროკურატურა ითხოვს მხოლოდ ბრალის აღიარებას და არა თანამშრომლობას". განაცხადა გოგა ბოგვერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს,

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს