მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე - საჭიროა ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ

ივლისში უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის, ასევე თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს ივლისში გაიმართა და აქაც პოლიტიკური დიალოგის და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის ახალ შესაძლებლობები შეიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ბათუმში, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში. მისივე განცხადებით, პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში წელს ივნისში, სწორედ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განახორციელა.

„ასევე ტაჯიკეთში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები, ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია. თუკი შევხედავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ და სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაში.

მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემ კოლეგას, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რომ დღეს, სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენ ქვეყნებს შორის და ჩვენ რეგიონებს შორის ურთიერთობის განვითარებაში და საბოლოოდ ეს უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში რაც თანამედროვე პროცესში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს