„ამბოლი“ იაპონური საბურავების წამყვანი მწარმოებლის, Yokohama-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა. აღნიშნული ექსკლუზიური თანამშრომლობა მომხმარებლებს სთავაზობს იაპონური საბურავების კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტსა და უმაღლესი ხარისხის პრემიუმ პროდუქციას.
ამბოლში წარმოდგენილია Yokohama-ს საბურავები როგორც მსუბუქი, ისე - სატვირთო ავტომობილებისთვის. სატვირთო სეგმენტში ხელმისაწვდომია მოდელები ყველა ტიპის მარშუტისთვის - რეგიონული, შორ მანძილზე გადაზიდვებისა და შერეული გზის ზედაპირსთვის.
Yokohama Rubber Company 1917 წელს დაარსდა იაპონიაში და საუკუნეზე მეტია, რაც გლობალური ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ინოვატორად ითვლება. ბრენდი მსოფლიოში ცნობილია იაპონური სიზუსტით, გამძლეობითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. Yokohama-ს საბურავებით ქარხნულად კომპლექტდება ისეთი პრემიუმ ავტობრენდები, როგორებიცაა: Porsche, Bentley და Mercedes-AMG.
Yokohama მხოლოდ ხანგრძლივი ისტორიით არ გამოირჩევა. Tyres & Accessories-ის 2026 წლის რეიტინგში, რომელიც 2025 წლის საბურავების გაყიდვების მონაცემებს ეფუძნება, Yokohama Rubber მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.
საერთაშორისო ტესტებისა და რეიტინგების მონაცემებით, Yokohama-ს საბურავები კონკურენტებთან შედარებით გამოირჩევა: სველ და მშრალ საფარზე მაღალი მოჭიდებით, შემცირებული სამუხრუჭე მანძილით, პროტექტორის თანაბარი ცვეთით, ხანგრძლივი საექსპლუატაციო რესურსითა და მართვის კომფორტით. ბრენდის ინოვაციური მიდგომები და მაღალი ხარისხი მრავალჯერ აღინიშნა საერთაშორისო ჯილდოებით - მათ შორის დიზაინის პრესტიჟული აღიარებებით (Good Design Awards) და მომხმარებელთა რჩეული ტიტულებით, რაც მის სანდოობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
ბრენდის ექსკლუზივის მოპოვებით, „ამბოლში“ იაპონური საბურავების არჩევანი კიდევ უფრო გაფართოვდა. ამჟამად კომპანია მომხმარებელს იაპონური ავტოინდუსტრიის ისეთ წამყვან ბრენდებს სთავაზობს, როგორებიცაა: Yokohama, Dunlop და Toyo. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გზებზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხოება - იაპონური ზამთრის საბურავები კი სწორედ თავისი გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩევა. აღნიშნული ბრენდების ერთ სივრცეში თავმოყრა მომხმარებლისთვის სასურველი მახასიათებლებისა და მაღალი ხარისხის საბურავის შერჩევის დამატებითი გარანტიაა.
(R)