შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა - დაიღუპა ერთი ადამიანი, დაკარგულად ითვლება სამი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი რუმინეთის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „ხორივმა“ (Khoryv), რომლის ეკიპაჟიც 13 უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეზღვაურისგან შედგებოდა, რუმინეთის პორტ კონსტანცადან 13 საზღვაო მილის დაშორებით დახმარების სიგნალი გაგზავნა.

გემის ჩაძირვის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმების გაძლიერებაში დაადანაშაულა.

„ეს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ესკალაციის პროცესის ნაწილია“, - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ გემს დრონი მოხვდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს