„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესი დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება, დაკავებული ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".