ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან ესკალაციით - ეს უგუნური თავდასხმები საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფს

ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან მორიგი ესკალაციით, რუმინეთის სანაპიროსთან სამოქალაქო გემს, რომლის ეკიპაჟიც უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან შედგებოდა, დარტყმა მიაყენეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხდებით, ეს „უგუნური თავდასხმები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფს”.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაღუპული და დაკარგული მეზღვაურების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა.

„მადლობას ვუხდი სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც მათ მოსაძებნად დაუღალავად მუშაობენ”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა, რასაც სულ მცირე ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „ხორივმა“ (Khoryv), რომლის ეკიპაჟიც 13 უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეზღვაურისგან შედგებოდა, რუმინეთის პორტ კონსტანცადან 13 საზღვაო მილის დაშორებით დახმარების სიგნალი გაგზავნა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს