თბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე დაკავებული ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროცესს ესწრება ბრალდებულიც.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".