დიტო ჩუბინიძის ადვოკატი - სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი - ჩუბინიძე ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ამიტომ პატიმრობის გამოყენება აბსოლუტურად შეუსაბამოა

სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი - დიტო ჩუბინიძე ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ამიტომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება კანონთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუსაბამოა,- ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძის ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ეტაპზე ის გამოკითხულიც არ ყოფილა.

„ჩუბინიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ის ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არის ჟურნალისტი და შეეხო ისეთ თემას, რომელიც ვიღაცისთვის მიუღებელი იყო.

ბრალი აგებულია ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუზე. თებერვალში დაიწყო გამოძიება, როდესაც ლაზარე ჯორბენაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ის გამოკითხულიც კი არ ყოფილა.

შესაბამისად, დიტო ჩუბინიძის მიერ თავის საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ გამოსვლებში გამოყენებული ყველა კომენტარი ეხებოდა მხოლოდ რესპონდენტის მიერ მიღებულ ინფორმაციას.

ნებისმიერი ინფორმაციის გაცემაზე პასუხს მხოლოდ რესპონდენტი აგებს“, - განაცხადა ნონა ფილაურმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს