ვოლოდიმირ ზელენსკი - შეთანხმება გვაქვს ნოემბრის პირველ ნახევარში სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე, ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული

შეთანხმება გვაქვს ნოემბრის პირველ ნახევარში სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე, ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰადსონის ინსტიტუტთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩემი გუნდი და მე ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ვისაუბრეთ ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში შეხვედრების შედეგებზე და როგორ შეგვიძლია წინ წავწიოთ დიპლომატია ამ ნოემბერს.

შეთანხმება გვაქვს სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე - უკრაინა, ამერიკა, და რუსეთი - გუნდების დონეზე. გეგმაა ნოემბრის პირველ ნახევარში შეხვედრა. ჩვენ ნებისმიერ დღეს მზად ვართ შეხვედრისთვის - ხვალაც კი. მაგრამ ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული. სამმხრივ შეხვედრას ასევე ველოდით ოქტომბერში. მაგრამ ის არ შედგა - ვინაიდან რუსებმა შეხვედრის არგამართვის მორიგი მიზეზი მოიგონეს.

ახლა ყველას გვჭირდება, რომ ვფოკუსირდეთ ამ შეხვედრების ჩატარებაზე - ამერიკასთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად. შესაძლებელია მათი ჩატარება ამერიკის გარეშე ან რუსეთზე ამერიკული ზეწოლის გარეშე? სავარაუდოდ, არა. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა ამას პრიორიტეტად შეინარჩუნებს ყველა დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს