მარკო რუბიო კუბის მოსახლეობას ცვლილებების მიღწევის მიზნით CIA-სთან ფარული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კუბის მოსახლეობას ცვლილებების მიღწევის მიზნით CIA-სთან ფარული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„მათთვის, ვისაც კუბაში პოზიტიური ცვლილებების მიღწევა სურს - ახლა სწორედ ამის დროა. შეუსრულებელი დაპირებებით გამოწვეული იმედგაცრუება, კორუფცია და მხოლოდ რამდენიმეს პრივილეგირებული ცხოვრება. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა CIA-სთან ფარული თანამშრომლობით სასურველ ცვლილებებს მიაღწიოთ“, - წერს მარკო რუბიო X-ზე.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „კუბას ირანიდან უკან დაბრუნებისას მიხედავს“.
„შემდეგ იქ მარკო რუბიოს გავგზავნით, რათა საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

























