ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მისი არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი

სინამდვილეში ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია, ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა და უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს დემოკრატიული სისტემა.
„მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საინტერესოდ წარიმართა პროცესის პირველი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას, რაც ცოტა რთულად ასახსნელია, რა აზრი შეიძლება ჰქონდეს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას, ეს არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ამას აკეთებდა ოპოზიცია, ხელოვნურად აყენებდნენ შუამდგომლობებს, რომლებსაც არ ჰქონდა არავითარი წარმატების პერსპექტივა. ეს თავიდანვე ჩანდა, თუმცა ამას მაინც აკეთებდნენ. ამასობაში, იყო ძალიან ბევრი საინტერესო წამოცდენა, რაც, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება ჩვენი სარჩელის, ჩვენი მოთხოვნის გამყარებაში. რაც შეეხება საზოგადოებრივ მხარდაჭერას, მათ ჰქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეეკრიბათ ამ პროცესის გარშემო, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, მათ რეალურად იმედები გაუცრუეს, პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩეველს. მიიღეს 785 ათასი ხმა და უღალატეს ამ ამომრჩეველს და ეს ღალატიც არის ერთ-ერთი რამ, რაც ამაგრებს ჩვენს სარჩელს. მათ უღალატეს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ამომრჩეველს და ეს, საბოლოო ჯამში, კრავს იმ სარჩელს, სადაც დასაბუთებულია თუ რატომ არიან ეს პოლიტიკური ძალები თავისი არსით არაკონსტიტუციურები. სინამდვილეში, ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია, ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა და უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის. ამ ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს დემოკრატიული სისტემა და ჩვენ თავი დავაღწიოთ ჩაკეტილ წრეს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ხელოვნურად არის ჩაკეტილი მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩვენი სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას და დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებას,“- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი საინტერესო წამოცდენა, რომელიც ამ პროცესის განმავლობაში მოისმინეს იყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას რეპლიკა, რომლითაც მან მოსამართლეს მიმართა: ჩვენ ერთიანი ორგანიზმი ვართ“.
„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წამოცდენა სწორედ ეს იყო, ზუსტად ეს არის ჩვენი დასაბუთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რომ ეს პოლიტიკური პარტიები მართალია ფორმალურად არიან დაყოფილი 5 ნაწილად, თუმცა, სინამდვილეში, არიან ერთიანი ორგანიზმი, რაც აღიარა ბატონმა გვარამიამ. ისინი არიან, სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური პარტია და მადლობა ბატონ გვარამიას ამის აღიარებისთვის“.- განაცხადა კობახიძემ.

























