„ლელო - ძლიერი საქართველო“ დღეს „შაბათის მარშს“ შეუერთდება

„ლელო - ძლიერი საქართველო“ დღეს „შაბათის მარშს“ შეუერთდება

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათი პარტია „შაბათის მარშს“ შეუერთდება.

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ახლა პროტესტი მნიშვნელოვანია.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე უკანონო, სრულიად გასაგებ, პოლიტიკურ პროცესს სჭირდება საზოგადოების პროტესტი, სჭირდება ამ ყველაფერზე პასუხი, შესაბამისად, დღეს, ცნობილ „შაბათის მარშს“ „ლელო - ძლიერი საქართველო“ შეუერთდება, რომლის მთავარი სლოგანი და გზავნილი არის - „არა, ერთპარტიულ მმართველობას საქართველოში“. ეს პროტესტი მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ჩვენ საკუთარი მოსაზრება გამოვხატოთ და დავამტკიცოთ სიმართლე არამხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ, მათ შორის, პროტესტთან ერთად“, - განაცხადა კუპრაძემ.