ქუთაისში ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯა, რის შედეგადაც მათ მსუბუქი დაზიანება მიიღეს. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.