თბილისში, ლოზუნგით: „საქართველო ივანიშვილის ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ“, მარში მიმდინარეობს

თბილისში, ლოზუნგით: „საქართველო ივანიშვილის ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ“, მარში მიმდინარეობს

თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ,­ საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

მსვლელობაში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

დღევანდელი მსვლელობის ლოზუნგია „საქართველო ივანიშვილის ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ“.

მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“.

შაბათის მარში პარლამენტთან დასრულდება.