ირაკლი კუპრაძე - სამი დღის განმავლობაში ვნახეთ პროცესი, რომლის ბედიც გადაწყვეტილია - ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აწარმოებს, „არაქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აწარმოებს, „არაქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი, რომლის ბედიც უკვე გადაწყვეტილია.

„სამი დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, მიმდინარე პროცესი, რომლის ბედიც უკვე გადაწყვეტილია. ეს დაადასტურა ე.წ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ პარტიების აკრძალვამდე დღეები დათვლილია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აწარმოებს, „არაქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე. ის პლენუმი, რომელიც შემადგენლობისა და ნდობის თვალსაზრისითაც უკვე არის დაკოჭლებული“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.