ზაზა ვაშაყმაძე ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას დაესწრო

ზაზა ვაშაყმაძე ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას დაესწრო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას დაესწრო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის საიდუმლო აღასრულა და 1500-მდე ადამიანი მონათლა.

“დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სხალთის ეპარქიას, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურს ეწვია. პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა ხიჭაურის ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდგომ, საქართველოს პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის საიდუმლო აღასრულა და 1500-მდე ადამიანი მონათლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მაჭარაშვილი და სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.