იური უშაკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პირველი სამმხრივი შეხვედრა საცდელი ხასიათის იქნება, ბევრი რამის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება

იური უშაკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პირველი სამმხრივი შეხვედრა საცდელი ხასიათის იქნება, ბევრი რამის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პაუზის შემდეგ პირველი სამმხრივი შეხვედრა „საცდელი ხასიათის“ იქნება.

„პირველ შეხვედრაზე ბევრი რამის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება; ის, ალბათ, უფრო საცდელი ხასიათის იქნება“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს.

უშაკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაზე „ჯერ კიდევ საჭიროა მუშაობა“.