ფლორიდის უნივერსიტეტთან მომხდარი სროლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი

ფლორიდის უნივერსიტეტთან მომხდარი სროლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი

აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასიში, ფლორიდის A&M უნივერსიტეტის კამპუსთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი.

ტალაჰასის პოლიციის უფროსმა, ლოურენს რეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულთაგან 11-ს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ერთ-ერთი კი გაქცევის დროს დაშავდა.

„მათ შორის ექვსი ზრდასრულია, ექვსი კი - არასრულწლოვანი. ყველაზე პატარა დაშავებული 11 წლისაა. სამი მათგანი მძიმედ დაშავდა, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია. რვა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლოურენს რეველმა.

პოლიციამ მომხდარი ფიზიკურ პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებად შეაფასა.

„უნივერსიტეტისთვის ცნობილია კამპუსთან ახლოს, პერის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. ადგილზე იმყოფება ტალაჰასის პოლიციის დეპარტამენტი და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.