ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა

ბრაზილიის მემარცხენე პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორი კონკურენტი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ლულა ბრაზილიის პრეზიდენტად ისტორიული მეოთხე ვადით აირჩიეს.

ოფიციალური შედეგებით, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 51.8 %-ი მოიპოვა, ფლავიო ბოლსონარუმ კი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს შვილი, - 48.2 %-ი.