ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი არმიის შეზღუდვისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი არმიის შეზღუდვისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებების ფარგლებში არ დათანხმდება არც არმიის რიცხოვნობის შეზღუდვას და არც ნეიტრალური სტატუსის მიღებას.

„ამის მთავარი ასპექტია ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტზე და არც უნდა ვისაუბროთ. ჩვენი ხედვა, პრინციპში, ემთხვევა ამერიკულს. არ შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინული არმიის შეზღუდვაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს რუსული მხარე ვერ განსაზღვრავს.

„ამრიგად, დასკვნები ნათელია: ჩვენი არმიის შეზღუდვისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ტერიტორიული საკითხი კი წითელი ხაზია, რომლის განხილვაც მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.