ანდრეი სიბიგა - სანამ რუსეთს სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზნებს მიაღწევს, სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება

ანდრეი სიბიგა - სანამ რუსეთს სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზნებს მიაღწევს,  სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, სანამ იმედი ექნება, რომ უკრაინაზე ზეწოლით საკუთარი მიზნების მიღწევას შეძლებს.

„სანამ რუსეთს სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზნებს მიაღწევს და ზეწოლის გზით მას კაპიტულაციას აიძულებს - მიზნებს, რომელთა მიღწევაც ბრძოლის ველზე არ შეუძლია - ის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება“, - განაცხადა სიბიგამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება და გაზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ომის დასასრულებლად.

„ძალის მეშვეობით მოპოვებული მშვიდობა ერთადერთი ეფექტური სტრატეგიაა. თუმცა, ეს ძალა აგრესორის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და არა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც თავს იცავს. ეს ომი უკრაინის წინააღმდეგობის შეჩერებით ვერ დასრულდება. მისი დასრულება მხოლოდ აგრესორის თავდასხმების შეწყვეტით შეიძლება”, - აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მოსკოვი მზადაა 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს სამმხრივი “საცდელი” ხასიათის მოლაპარაკებები უკრაინასთან და შეერთებულ შტატებთან.